Tsaava Individual Academy Logo

პირადი მიდგომა.რეალური შედეგები.შენი სეზონი იწყება აქ!

პროფესიონალური ინდივიდუალური ვარჯიშები

ყველა ასაკისთვის & ყველა დონისთვის

დაიწყე ახლავე
Tsaava Individual Academy Logo

ჩვენ შესახებ

ინდივიდუალური ფეხბურთის ვარჯიშები პროფესიონალ მწვრთნელთან.

Tsaava Individual Academy არის ინდივიდუალური საფეხბურთო აკადემია, რომელიც ფეხბურთელების ტექნიკურ, ფიზიკურ და ტაქტიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. თითოეული ვარჯიში ინდივიდუალურად იგეგმება ფეხბურთელის შესაძლებლობებისა და მიზნების შესაბამისად.

აკადემიის დამფუძნებელია ვალერი ცაავა—ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მწვრთნელი, რომელსაც სამ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ჩვენი მიზანია, პროფესიონალური მიდგომით, დისციპლინითა და ხარისხიანი ვარჯიშებით დავეხმაროთ თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში.

კონტაქტი
Coach photo

რას გთავაზობთ აკადემია

ჩვენთან გელით პროფესიონალური, მეგობრული და დისციპლინირებული გარემო. გუნდური წვრთნისგან განსხვავებით, ჩვენი თითოეული წუთი სრულად ერთი ფეხბურთელის განვითარებას ეთმობა.

ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარი, კოორდინაციისა და სისწრაფის აღჭურვილობა. ვარჯიშები ტარდება „იმედის“ სტადიონზე (მუშტაიდის ბაღთან).

training equipment

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

მენტალიტეტი და საზოგადოება

პროგრესი და შედეგები

კონტაქტი
Coach training image

Why us

რატომ ცაავას აკადემია?

ინდივიდუალური ფეხბურთის ვარჯიშები

თითოეული ვარჯიში წინასწარ დაგეგმილი და კონკრეტულ მიზანზეა ორიენტირებული, ინდივიდუალური ფეხბურთის ვარჯიშების საშუალებით მოთამაშე ეტაპობრივად აუმჯობესებს ტექნიკას, ფიზიკურ შესაძლებლობებს და თამაშის უნარებს.

ფეხბურთელის მენტალური განვითარება

ვზრუნავთ არა მხოლოდ ფეხბურთელის ტექნიკურ, არამედ მენტალურ განვითარებაზეც — თავდაჯერებაზე, დისციპლინასა და მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე.

ფეხბურთის უნარების განვითარება

ვასწავლით ფეხბურთს სწორად — ტექნიკის, თამაშის გააზრებისა და საფეხბურთო პრინციპების განვითარებით, რაც ფეხბურთელს გრძელვადიან პროგრესში ეხმარება.

ინდივიდუალური მიდგომა

თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად ვუდგებით, ვითვალისწინებთ მის ასაკს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს და ვმუშაობთ კონკრეტულად მის განვითარებაზე.

დარეგისტრირდი!
ball and stadium image

ხშირად დასმული
კითხვები

გუნდში მწვრთნელის ყურადღება 20+ მოთამაშეზე ნაწილდება და აქცენტი ტაქტიკაზე კეთდება. ჩვენთან 100% ყურადღება ეთმობა კონკრეტულად თქვენი შვილის/თქვენს სუსტ წერტილებს, დეტალების დახვეწასა და ინდივიდუალურ ტექნიკას.

ჩვენ ვავარჯიშებთ ნებისმიერი დონის ფეხბურთელს, ჩვეულებრივ 6 წლიდან ზრდასრულ ასაკამდე. პროგრამა ერგება მოთამაშის ინდივიდუალურ მონაცემებსა და ასაკობრივ თავისებურებებს.

დიახ. მცველებს, ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს სრულიად განსხვავებული სპეციფიკური უნარები სჭირდებათ. ვარჯიშები იგეგმება იმ სათამაშო პოზიციის გათვალისწინებით, სადაც ფეხბურთელი მოედანზე ასპარეზობს.

არა, რადგან ჩვენი ინდივიდუალური გეგმა იწყობა მოთამაშის გუნდური განრიგისა და თამაშების მიხედვით. დატვირთვები ისე რეგულირდება, რომ თავიდან ავირიდოთ გადაღლა და პირიქით — ხელი შევუწყოთ სწორ აღდგენას.

ერთი ინდივიდუალური ვარჯიშის ხანგრძლივობა შეადგენს 60-იდან 90 წუთამდე. ეს დრო მოიცავს გახურებას, ძირითად ტექნიკურ/ფიზიკურ დატვირთვას და ვარჯიშის შემდგომ აღდგენით (Stretching) ვარჯიშებს.

თან უნდა გქონდეთ სპორტული ფორმა (ბუცები/მრავალწვეტიანი ბუცები საფარის მიხედვით), ინდივიდუალური წყლის ბოთლი და პოზიტიური განწყობა. დანარჩენი ყველა პროფესიონალური ინვენტარით ვუზრუნველყოფთ ჩვენ.

ვარჯიშის გაცდენის შესახებ მინიმუმ რამდენიმე საათით ან დღით ადრე შეატყობინეთ მწვრთნელს, სესია არ იკარგება და გადადის თქვენთვის მოსახერხებელ სხვა დროზე.

ვარჯიშზე ჩასაწერად შეგიძლიათ შეავსოთ საიტზე არსებული სარეგისტრაციო ფორმა, ან პირდაპირ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე / სოციალურ ქსელებში. ჩვენ შევარჩევთ თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და გრაფიკს.

გაქვთ კითხვები?

ჩვენი სამწვრთნელო გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია ვარჯიშებთან, განრიგსა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

+995 551 07 93 46

გამოავლინე შენი პოტენციალი ივარჯიშე ჩვენთან!

გადადგი პირველი ნაბიჯი მიზნისკენ, რომ გახდე უფრო ძლიერი, ჭკვიანი და თავდაჯერებული მოთამაშე. დაგვიკავშირდი დღესვე, რათა მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ან დაჯავშნო პირველი ვარჯიში.

დაიწყე ახლავე
stadium with players image
Tsaava Individual Academy
მთავარიჩვენ შესახებრას გთავაზობთრატომ ჩვენFAQკონტაქტი

Created by AT Studio

© 2026 All Rights Reserved